ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
2023 წლის 11 დეკემბერს, 12 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში (მის.: ახმეტა, გიორგი ჭანტურიას n1) ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისათვის ტყის მართვის გეგმის გაცნობა და მასზე უკუკავშირის მიღებაა. საჯარო განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელნი, CENN-ის ექსპერტები და სხვა.
ახმეტის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 2020-2022 სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.