ახალი ამბები

თელავში ჩეხი და ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალების მხატვრული პორტრეტების გამოფენა მოეწყო

თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ჩეხი და ქართველი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალების მხატვრული პორტრეტების გამოფენა მოეწყო.

გამოფენას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პეტრ კუბერნატი დაესწრო. გამოფენაზე, რომელშიც ელენე ახვლედიანის სახელობის თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, 45 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჩეხეთის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.