ახალი ამბები

ქალთა გაძლიერების მიზნით მათი პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა მოხდება

ფონდი “აფხაზინტერკონტი” და “მედია ცენტრი კახეთი” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა” ფარგლებში ქალთა გაძლიერების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს.

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.

პროექტი ითვალისწინებს გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

კონკურსის მიზანია ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, დევნილი ქალებს, ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს და შშმ ბავშვების დედებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ლინკზე:

https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=509270&fbclid=IwAR2pE3ryaaG7Oq6GOWiIX6q_IP2YNTUr8tl4HWE66nuw1jCZZVJ-K3YDbMU