საგარეჯოში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მის მეუღლეს ცეცლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ.
ექიმების განმარტებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი.
სავარაუდო დანმაშავე, ამ დროისთვის მიმალვაშია და პოლიცია ეძებს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.