ჩვენი ხმა ევროპას – საპრეზიდენტო კამპანია კახეთში
პრეზიდენტის ინციატივის ,,ჩვენი ხმა ევროპას!” კამპანიის ფარგლებში 28 და 29 ნოემბერს კახეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეხვედრები დაგეგმილია კახეთის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში, მათ შორის, თელავში, ყვარელსა და სიღნაღში.
ხვალ, 28 ნოემბერს, 13:00 საათზე, „მედია ცენტრი კახეთის“ MCK ოფისში, ( მის. ქ. თელავი ჭავჭავაძის ქუჩა 160, რჩეული მარნის გვერდით) თელავის სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გიწვევთ პეტიციაზე – ჩვენი ხმა ევროპას – ხელმოწერებზე შესაერთებლად, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ შეხვედრას და მოაწეროთ ხელი პეტიციას – ჩვენი ხმა ევროპელ ლიდერებს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად შეუერთდებიან კამპანიას.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. 15 დეკემბერს კი, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს, საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.
შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.