რა არის ეკონომიკური ძალადობა და რა სიტუაციაა ამ კუთხით კახეთის რეგიონში
,,საფარმა“ კახეთსა და აჭარაში ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. კვლევის მთავარ მიზანს რეგიონებში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის ან ქმრის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებაში ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა.
კვლევის მთავარ მიგნებებში იკვეთება, რომ სამიზნე რეგიონებში ყოველი მეოთხე ქალი ინტიმური პარტნიორის ან ქმრის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა, ხოლო ქალებზე, გარდა მათი პარტნიორებისა, ხშირად, ამ პარტნიორების ოჯახის წევრებიც ძალადობენ; ამასთანავე, ყოველი მეხუთე ქალი ვერ აიდენტიფიცირებს ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.
კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, მათ შორის კახეთში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ მაინც ყოფილა.
ეკონომიკური ძალადობა არის , ფინანსურ რესურსებზე სრული კონტროლის შენარჩუნება, ფულზე წვდომის შეზღუდვა, განათლებაზე ან შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლის მიზანი ფინანსური დამოკიდებულობის გამოწვევა, ან მისი მცდელობაა. ეკონომიკური ძალადობა არის ნებისმიერი სახის ქმედება ან ქცევა, რომელიც ეკონომიკურ ზიანს აყენებს ინდივიდს.
მკვლევარი თეონა თავდიშვილი აცხადებს, რომ კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა თუ რამდენად განიცდიან ქალები ეკონომიკურ ძალადობას და მეორეს მხრივ რამდენად იცნობენ ისინი ეკონომიკურ ძალადობას და საერთოდ ხვდებიან თუ არა რომ ისინი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები არიან.
მისივე განმარტებით, თითქმის ყოველი მეხუთე ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი და ისინი ამის იდენტიფიცირებას ხშირად ვერ ახდენენ. იგი ასევე განმარტავს, რომ რაც უფრო მყარია სტერეოტიპები და უმაგრებს ზურგს ამათუიმ მოცემულობას, მით უფრო რთულია ქალმა გაიგოს ამათუიმ ეკონომიკურ ძალადობაზე.
,,ქალების 25% ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ინტიმური პარტნიორის/ქმრის მხრიდან. ეკონომიკურ ძალადობას უმეტეს შემთხვევებში აქვს სისტემატური ხასიათი. ქალების 40%-45%, რომლებიც დაშორების, განქორწინების ძალადობის მსხვერპლი, ქორწინებაშიც განიცდიდნენ ეკონომიკური ძალადობის ყველაზე შემდგომ გახდნენ ეკონომიკური გავრცელებულ ფორმებს. ის ქალები, რომლებიც განქორწინეგულები | დაშორეგულეგი არან, უფრო ხშირად ყოფილან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის განხორციელებასა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ეკონომიკური სიძლიერის კორელაციური კავშირია.
უმეტეს შემთხვევებში ეკონომიკური ძალადობის ძალადობის განხორციელებას შორის საშუალო სხვადასხვა ფორმებში ყველაზე დიდი წილი ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით მოდის ქმრის/პარტნიორის მშობლეგზე. ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლებს ასევე განუცდიათ სხვა ტიპის ძალადობა პარტნიორისგან/ოჯახის სხვა წევრებისგან. ქალები, რომლებიც ყოფილან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები, ინტიმური ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ბავშვობაში კი ფიზიკურ ძალადობას მშობლების პარტნიორის მხრიდან განიცდიდნენ ასევე მხრიდან.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი რესპონდენტები უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას სხვა ქალებთან შედარებით, რომლებიც არ წარმოადგენენ ამ ჯგუფს. რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლეგი უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას. ქალები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და პარტნიორზე მაღალი შემოსავალი, მაინც ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები. ყოველი მეხუთე ქალი ვერ აიდენტიფიცირებს ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.’’,- აცხადებს მკვლევარი თეონა თავდიშვილი.
კვლევაში აღნიშნულია ასევე რომ, აჭარაში მცხოვრები ქალები უკეთ აიდენტიფიცირებენ ეკონომიკური ძალადობის ფორმებს ვიდრე კახეთში მცხოვრები ქალები.
,,კახეთში გამოკითხულთა 47% არ მიიჩნევს ძალადობად იმ ფაქტს, როცა ქმარი/პარტნიორი დამოუკიდებლად იღებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს ოჯახში ისე, რომ არ უთანხმებს არავის, ასევე გამოკითხული გოგონების და ქალების 36% არ მიიჩნევს ძალადობად იმას, რომ ქმარი/პარტნიორი უარს ამბობს ბავშვის მოვლაში დახმარებაზე, 27% ფიქრობს, რომ როცა ქმარი/პარტნიორი ხელს უშლის ცოლს/პარტნიორს განათლების მიღებაში, არ არის ძალადობა. ასევე 26%-ს ეკონომიკურ ძალადობად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ქმარი/პარტნიორი ხელს უშლის ცოლს/პარტნიორს დასაქმებაში.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შინამეურნეობებში, საშუალოდ ყოველი მეხუთე ქალი არ მონაწილეობს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში კი ყოველი მეორე ქალი. ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ფულის ხარჯვის კონტროლი და ფინანსური ინფორმაციის დამალვა. გამოკითხული ქალების 14%-ს ეკონომიკური ძალადობის სულ მცირე 1 ფორმა მაინც გამოუცდია. ქალების 9% ამბობს, რომ ქმარი იმდენად მცირე თანხას აძლევდა პირადი საჭიროებისთვის, რომ შეუძლებელია ის საკმარისი ყოფილიყო. გამოკითხულებიდან 51% იმყოფება ოფიცილურ ქორწინებაში, 56% ცხოვრობს სოფელში, 61% უმუშევარია და 88%-ს არ აქვს უმაღლესი განათლება’’,- აღნიშნულია კვლევაში.
ეკონომიკური ძალადობის შემთხვევები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებში ორჯერ უფრო ხშირია. არააზერბაიჯანულენოვან რელიგიურ უმცირესობებში კი ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია სამუშაო პროცესში ხელშეშლა, მუშაობის აკრძალვა.
,,გამოკითხული ქალების 30% ამბობს, რომ პარტნიორი მისგან დაუკითხავად იღებდა მის ან საერთო ფულს, 21% ამბობს, რომ ქმარმა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ არ ჰქონდა ფული აუცილებელი ნივთების საყიდლად (საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და ა.შ.). 20% კი ამბობს, რომ ქმარს არ მოსწონდა, ფულს როგორ ხარჯავდა , 18% კი განმარტავს, რომ ქმარი ხელს უშლიდა მიეღო ინფორმაცია საერთო ფინანსური ანგარიშების შესახებ და სხვა.’’
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ დასაქმებულ ქალებში განხორციელებული ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქალისთვის საკუთარი ხელფასის წართმევა, სამსახურში წასვლის აკრძალვა და სამუშაო პროცესში ხელის შეშლა. ამ კუთხით აჭარის რეგიონისგან განსხვავებით რთული სიტუაციაა კახეთის რეგიონში.
,,კახეთში გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ ქმარი სთხოვდა მიეცა მისთვის ხელფასი სრულად ან ნაწილობრივ, 13% ამბობს, რომ ქმარი სამსახურში ყოფნისას ხელს უშლიდა ხშირი რეკვებით, სამსახურში მიკითხებით და კონტროლის სხვა საშუალებით. 14%-ს კი ქმარი ხელს უშლიდა სამსახურში წასვლაში. გარდა ამისა, განქორწინების ან ურთიერთობის დასრლების პროცესში თითქმის ყოველი მეორე ქალი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია.’’
იურისტი, უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ძალადობა რთულად ამოსაცნობი ძალადობაა და საზოგადოებასაც უჭირს სახელის დარქმევა.
,,გარდა საზოგადოებისა, სამართალდამცავებსაც უჭირთ ეკონომკური ძალადობის ამოცნობა. მაგალითად გასულ წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოიცა 9 000-მდე შემაკავებელი ორდერი, ეკონომიკური ძალადობა კი როგორც ძალადობის ფორმა, მხოლოდ 169 მათგანში იყო მითითებული.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში უკვე 5 000-მდე შემაკავებელი ორდერია გამოცემული და ეკონომიკური ძალადობა მითითებულია მხოლოდ 50 შემთხვევაში. ამიტომ სამართალდამცავების კალიფიკაცია უნდა ამაღლდეს, რომ მათ დაადგინონ ეს ძალადობა. ხშირ შემთხვევაში კი ეკონომიკური ძალადობა თანმდევია სხვა ტიპის ძალადობის ფორმები. როცა პირი მიდის პოლიციაში და აცხადებს კონკრეტულ ძალადობაზე, შესაძლებელია სხვა ძალადობის ფორმები შთანთქავდეს ეკონომიკურ ძალადობას და ამისი სათანადო იდენტიფიცირება ვერ ხდება’’,- აცხადებს გოგა ხატიაშვილი.