გამოკითხულთა უმრავლესობა EU-ში გაწევრიანების მომხრეა – IRI-ს კვლევის შედეგები
საქართველოს მოსახლეობის ძირითადი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ამის შესახებ IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
კითხვაზე – ემხრობი თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 71%-მა უპასუხა, რომ სრულად მხარს უჭერს. გარკვეულწილად მხარს 13% უჭერს. ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 83%-ს ემხრობა. აღსანიშნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა წილი მთლიან გამოკითხულებში გასულ წელს ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო მარტის გამოკითხვასთან შედარებით ნაკლები (89%).
3% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ამ აზრს, 6% კი მკაცრად ეწინააღმდეგება. 5%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევის ავტორებმა ამ კითხვაზე რესპონდენტების პოზიციებს ასაკობრივი, გენდერული და დასახლების ტიპის მიხედვით.
ასაკობრივ ჯგუფებში ევროკავშირის გაწევრიანების სურვილი 18-დან 35 წლამდე გამოკითხულებში უფრო მეტია. სრულად მხარს 80%, გარკვეულწილად კი 13% უჭერს. წინააღმდეგია 1%-ია, სრულად კი 3% ეწინააღმდეგება; 36-55 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად 73%, 11% კი გარკვეულწილად ემხრობა; 4% ეწინააღმდეგება, 8% სრულად ეწინააღმდეგება; 56 წელს ზემოთ ჯგუფში კი 68% სრულად ემხრობა, 17% ნაწილობრივ, 2% ეწინააღმდეგება, 7% კი სრულად ეწინააღმდეგება.
გამოკითხვაში ჩართულ პირებს ისიც ჰკითხეს დაეთანხმებიან თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას ითვალისწინებს?
გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა:
დიახ, ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება – 55%;
კვლავ დავუჭერ მხარს, თუმცა გარკვეულწილად ნაკლებად – 19%;
ამის გათვალისწინებით, გარკვეულწილად წინააღმდეგი ვარ – 9%;
ამის გათვალისწინებით, მკაცრად ვეწინააღმდეგები – 8%;
არ ვიცი – 9%;
ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამოკითხულებმა კიდევ ერთ კითხვას უპასუხეს – თუ ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერთ, რა იქნება გაერთიანებაში შესვლის მთავარი ბენეფიტი?
ძლიერი ეკონომიკა – 45%;
უსაფრთხოება – 14%;
ქვეყნის განვითარება – 14%;
უკეთესი მომავალი – 8%;
განათლება – 3%;
სტაბილურობა/მშვიდობა – 2%;
ვიზა ლიბერალიზაცია – 2%;
სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება – 2%;
სამუშაო ადგილების შექმნა – 1%;
გაიზრდება ხელფასები და პენსიები – 1%;
თავდაცვა – 1%;
დემოკრატიის განვითარება – 1%;
რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე – ამ კითხვის საპასუხოდ, გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა.
პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 27%;
შიდა ოპოზიცია საქართველოში – 17%;
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა – 13%;
EU-ს ქვეყნების წინააღმდეგობა – 11%;
რუსეთი – 6%;
დაკარგული ტერიტორიები – 2%;
ხელისუფლება – 2%;
სხვა – 1%.