ახალი ამბები

საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 252 ლარით და 10 თეთრით განისაზღვრა

2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.2 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 252,1 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 250,9 ლარს შეადგენდა. წლიურად კი მაჩვენებელი 1.8 ლარით არის შემცირებული, კერძოდ, გასული წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმი – 253,9 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-10 თვეში 223,3 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2023 წლის სექტემბერში 222,2 ლარი, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში – 224,9 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.