ახალი ამბები

გურჯაანის მერია 25 და 31 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებებში 100 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

მიმდინარე წლის 25 და 31 დეკემბერს ქალაქ გურჯაანში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების მომზადებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს.

გურჯაანის კულტურის ცენტრის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 21 ნოემბერს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარია. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2023 წლის არაუგვიანეს 31 დეკემბრის ჩათვლით.

ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაში შემდეგი მოთხოვნებია.

ცნობილი ბენდი (31.12.2023) – შემდგარი არანაკლებ 3 მომღერლისგან და 7 ინსტრუმენტალისტისაგან, რომელიც შეასრულებს ქართულ და უცხოურ ქავერებს – 90 წუთის განმავლობაში, შესაბამისი გახმოვანებით.

ცნობილი სოლო მომღერლები – (31.12.2023) მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს (შემსყიდველთნ შეთანხმებით) 3 ადამიანი
წამყვანი (31.12.2023) 60 წუთის განმავლობაში (შემსყიდველთნ შეთანხმებით)

1 ადამიანი ელფების ფორმაში გამოწყობილი ბარაბან შოუ (31.12.2023) – შემდგარი 5 ადამიანისგან, რომელიც მოაწყობს მსვლელობა ქ.გურჯაანის ქუჩებში და ღონისძიების ტერიტორიაზე მოაწყობს წარმოდგენას (შემსყიდველთან შეთანხმებით)

5 ადამიანი – 90წთ ანიმაციური გმირები, (31.12.2023)გამოწყობილი სანტას ფორმაში, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მსვლელობაში ბარაბან შოუსთან და ღონისძიების ტერიტორიაზე წარმოადგენენ შოუს. (შემსყიდველთნ შეთნხმებით)

25 ადამიანი 90წთ ფოტო ვიდეო კლიპის გადაღება (31.12.2023) შემსყიდველთნ შეთნხმებით ვიდეო მონტაჟით 3 წუთიანი და 50 ფოტო
ცეცხლოვანი შოუ (31.12.2023) 4-6 ადამიანისგან შემდგარი, რომელიც 5-6 წუთის განმავლობაში დადგავს შოუს. შესაბამისი ჩაცმულობით. (შემსყიდველთნ შეთანხმებით) -1სთ

თოვლის პაპის ფორმა (ქირაობა 24.12.2023-დან 31.12.2023 ჩათვლით) აღწერა: თეთრი თექის ნაბადი, ჩექმა, ჩოხა ახალუხი, ყაბალახი, წვერი, თმა, თუშური ქუდი. დიზაინი (შემსყიდველთან შეთანხმებით) -1 ცალი ბრენდირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის გერბით მუყაოს ჩანთები- (რჩება შემსყიდველთან) აღწერა: საახალწლო დიზაინით ზომა:სიმაღლეარანაკლებ 32 , სიგანე არანაკლებ 22 სმ-ზე , 80 ცალი დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით მიწოდების ვადა არაუგვაინეს 20 დეკემბერი.

მუყაოს ჩანთები- (რჩება შემსყიდველთან) აღწერა: საახალწლო ფერადი დიზაინით ზომა: 15 X 15 X 10სმ-ზე ძირი. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით -5000 ცალი მიწოდების ვადა არაუგვაინეს 20 დეკემბერი

ფოიერვერკი – 31.12.2023 აღწერა: 3წთ წუთიანი 00:00:2024 – 1 ცალი (შემსყიდველთან შეთანხმებით)

ფოიერვერკი- 25.12.2023 აღწერა: 1წთ წუთიანი (შემსყიდველთან შეთანხმებით)

მსახიობი – (25.12.2023 დან 31.12.2023 ჩათვლით) (შემსყიდველთან შეთანხმებით)აღწერა: თოვლის პაპის ფორმაში გამოწყობილი 2 მსახიობი, რომლებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაარიგებენ ტკბილეულს ბავშვებისათვის, სადღესასწაულო ფორმაში გამოწყობილი 2 გოგონა, რომლებიც თოვლის პაპასთან ერთად დაარიგებენ ტკბილეულს.

რეიტინგული, თანამედროვე პოპ ჯგუფი, (25.12.2023) შემდგარი არანაკლებ ოთხი წევრისგან, რამდენიმე წელის საუკეთესო ჯგუფად აღიარებული, არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით.

(შემსყიდველთან შეთანხმებით)-1 გუფი ცნობილი საბავშვო ჯგუფი შემდგარი არანაკლებ 15 ბავშვისგან, არანაკლებ 20 წლიანი გამოცდილებით რომელიც 90 წუთის განმავლობაში შეასრულებს, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ქავერებს.

(28.12.2023) (შემსყიდველთან შეთანხმებით) სანტების შოუ. აღწერა: 30 მსახიობი(15 გოგო, 15 ბიჭი) გამოწყობილი სანტების ფორმაში ღონისძიების განმავლობაში 2 საათიანი ინტერვალით წარმოადგენენ 15-20 წუთიან შოუს და მიიღებენ მონაწილეობას მსვლელობაში. (შემსყიდველთნ შეთნხმებით)

(31.12.2023) -30 მსახიობი სცენა, სცენის გადახურვა (25.12.2023)- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სცენის კონსტრუქციის მოწყობა. (მონტაჟის და დემონტაჟის უზრუნველყოფით)

სცენა, სცენის გადახურვა (31.12.2023)- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სცენის კონსტრუქციის მოწყობა. (მონტაჟის და დემონტაჟის უზრუნველყოფით)

მხატვრული განათება (25.12.2023 და 31.12.2023)

გახმოვანება (25.12.2023 და 31.12.2023)

ქართული წარმოების ტკბილეული. (შემსყიდველთნ შეთანხმებით) მიწოდების ვადა არაუგვიანეს 20 დეკემბერი.

პრეტენდენტს 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების (კულტურული ღონისძიებ(ებ)ის ორგანიზება) გამოცდილება. გამოცდილების დადასტურების მიზნით საჭიროა წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები.