,,განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, თელავში შენობების რეაბილიტაცია განხორციელდა
თელავში ,,განახლებული რეგიონების,, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, შენობების რეაბილიტაცია განხორციელდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს შოთა რუსთაველის ქუჩას. პროექტის შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 შენობას და მიმდებარე ტროტუარებს. სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 9 000 000 ლარი შეადგინა.
უწყების ინფორმაციით, ასევე, პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტირდა 10-ზე მეტი შენობა, მოეწყო მიმდებარე საფეხმავლო ზოლი და სკვერი. ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო განათება და რეკრეაციული სივრცეები. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.