ახალი ამბები

გურჯაანში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმმა სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

გურჯაანში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმმა სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციაზე, რომელსაც 63 მეცნიერი ესწრებოდა, მოხსენებით წარსდგნენ: ნინო ფოჩხიძე – ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი, რევაზ სოლომონია – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გვანცა ჭკადუა – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი, დესანი ფურცელაძე – ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის მენეჯერი, ია ჟვანია – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაკა მანწკავა – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; აია ბურჯანაძე – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დავით ნადარეიშვილი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ღონისძიების დაწყებამდე სამომავლო გეგმებსა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებაც ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის უფრო გააქტიურებასა და ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო და სხვა მეცნიერებებით დაინტერესების გაზრდას შეუწყობს ხელს.