დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
შემთხვევა, სოფელში, ვეფხვისა და მოყმის მემორიალთან მოხდა. მემორიალის ნაწილი, მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.