რა შესაძლებლობებს ქმნის ფესტივალების ჩატარება სოფლად
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანში, ფესტივალი ,,აღმოაჩინე მაღრაანი“ გაიმართება.
ღონისძიების მიზანია თემში არსებული უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიაზაცია.
ფესტივალის ორგანიზატორი თეონა თაბორიძე აცხადებს რომ მსგავსი ფესტივალების ჩატარება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
,,,,წელს პირველად ტარდება ეს ფესტივალი. გვინდა, რომ უმოკლეს პერიოდში რაც შეიძლება მეტმა გაიგოს სოფლის ტურისტული რესურსების შესახებ. ღონისძიება 3 სოფლის – არგოხი, ფიჩხოვანი, მაღრაანი ტურისტულ პოტენციალს გააერთიანებს. ფესტივალზე თქვენ აღმოაჩენთ მაღრაანულ რიტუალურ პურს – ბარაქის მტევანი. დააგემოვნებთ ადგილწარმოშობის გამორჩეულ ღვინოს – ქისს, მაღრაანის უძველეს გასტრონიმიას, ფიჩხოვანში მოხარშულ ოსურ ლუდს და სხვა და სხვა გულსართიან ღვეზელებს, დააგემოვნებთ მაღრაანულ ბიო ნაწარმს: თაფლს ჩაის, ჩურჩხელას, ყველს. გაიცნობთ მაღრაანის უძველეს ბუნებას და ნახავთ უძველეს ქვის საწნახელებს”.
ფესტივალზე დაგეგმილია მცირე ტური, რომელიც მოიცავს ისტორიული ძეგლების მონახულებას.
,,აუციელებლია კონკრეტული მიმართულებების ფესტივალების ორგანიზება საერთაშორისო ტურისტულ რუქაზე პოზიციონირებისთვის და ამავდროულად, ქვეყნის შიგნით მცირე და მიკრო მეწარმეებისთვის. ამით ხელს ვუწყობთ ქალი მეწარმეების გაძლიერებას, კონტაქტების შეძენას, მომხმარებლებთან და დონორებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ძალიან მნიშვენლოვანია ლოკალური თუ მასშტაბური გაყიდვები. ფესტივალზე, მე რომ წლების წინ 1 შეფუთვა ჩაი გავყიდე, იმხელა მოტივაცია მომეცა, რომ გამიჩნდა შეგრძნება_ ვაკეთებდი კარგ საქმეს. ასეა ყველა მეწარმე. ყველას აქვს მოლოდინი, რომ შენს პროდუქტს საზოგადოება მიიღებს, გაჩნდება მოთხოვნა. დღეს თუ ჩვეულებრივი შუფუთვით გამოგაქვთ, მაგალითად, თაფლი, მომდევნო ღონისძიებაზე ცდილობ, შეფუთვა უკეთესი გქონდეს, ესთეტიურად წარადგინო. ასეთი მცირე ბიძგებით ჩნდება ადგილობრივი ბიზნესები, რაც, ავტომატურად, სოფლის გადარჩენაა“.
მისივე თქმით, ფესტივალები ერთ-ერთი ხელშეწყობი ინსტრუმენტია იმის რომ საქართველოს ტურისტული რესურსები და პოტენციალი უფრო ახლოს გაიცნოს საზოგადოებამ.