სოფელ ალავერდში ყველის ფესტივალი გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე, ,,ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებას“ მიერ უკვე ტრადიციად ქცეული „ყველის ზეიმის დღე“ გაიმართა.
ყველის ფესტივალი მიზნად ისახავდა, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ყველის მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ფერმერები, რომლებმაც მსურველებს გააცნეს ყველის მოსამზადებლად გამოყენებული უძველესი მეთოდები და სტუმრებს მოუყვნენ სხვადასხვა სახის ყველის მომზადების სპეციფიკურ დეტალებზე.
ფესტივალს თუშ და პანკისელ მეყველეებთან ერთად, დაესწრნენ “სტუმარი მეყველეები” ზემო სვანეთიდან, მესხეთიდან და ქვემო ქართლიდან.