ახმეტის ჭალის ტყეებში კოლხური ხოხობი გაუშვეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამნეტის ხელმძღვანელის კარლო ამირგულაშვილის ინიციატივით და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და ბაწარა-ბაბანეურის ეროვნული პარკის თანამშრომლების ჩართულობით, ახმეტის ჭალის ტყეებში, 300 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტი საქართველოში ყველაზე მრავალფეროვანი და მდიდარი ეკოსისტემით გამოირჩევა. აქ მდებარეობს დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიები – ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ახლა უკვე იუნესკოს მიერ აღიარებული სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი.