ლაგოდეხში ფესტივალი ,,ჯონ-დირი“ გაიმართება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოდნისკარში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი ,,ჯონ-დირი“ გაიმართება.
ფესტივალი 28 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება და 16:50 საათამდე გაგრძელდება.
ფესტივალის აქტივობები:
აგრომოტორსის ტექნიკის გამოფენა;
ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
,,ღია კაფე’’ – ადგილობრივი ქართული ღვინის, ჩირის, ჩაის, თაფლისა და ლუდის გამოფენა-გაყიდვა;
საბავშვო გასართობი პოგრამები – ანიმატორის და ანიმაციური გმირების მონაწილეობით;
სპორტული აქტივობები:
ფეხბურთი
ნარდი
მკლავჭიდი
გამარჯვებული გუნდის და სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია.
13:00-15:00 კონცერტი – ანდრია გველესიანი და ბენდი.
ღონისძიების მხარდამჭერია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია.