ახალი ამბები

Creative Tours Georgia სოციალური საწარმოების B2B გამოფენის მონაწილეა

რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების B2B გამოფენა 27 ოქტომბერს გაიმართება.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალური საწარმოებისთვის:
* წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან;
* სოციალურმა საწარმოებმა გაიცნონ და გააღრმავონ პარტნიორობა ერთმანეთთან;
* გამოფინონ და მომხმარებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია/სერვისი.

27 ოქტომბერს, #B2B გამოფენაზე 50-მდე სოციალურ და მწვანე საწარმოს შეხვდებით, მათ შორის არის კახეთში, კერძოდ თელავში არსებული სოციალური საწარმო Creative Tours Georgia.

სოციალური საწარმო ხელს უწყობს ძალადობის მსხვერპლი ქალების, შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას ტურიზმის სექტორში.
საწარმოში დასაქმებული ქალები და გოგონები იძენენ შრომითი ბაზრისათვის საჭირო უნარჩვევებსა და ცოდნას.

სწავლობენ როგორ დასაქმდნენ ისეთ პროფესიებში როგორებიცაა:
გიდი,
გამყოლი,
მიმტანი,
მზარეულის ასისტენტი,
დასუფთავების თანამშრომელი,
მძღოლი,
სომელიე-დეგუსტატორი, ადმინისტრატორი.

საწარმო მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე სახის მომსახურებას, ესენია:

-შემოქმედებითი ტურისტული მარშრუტების განხორციელება თელავში (საფეხმავლო და ეკო-ბას ტური);
-ადგილობრივი მეწარმე ქალთა პროდუქტების დეგუსტაცია მე-19 საუკუნის მარანში;
-ადგილობრივი მეწარმეთა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვების დაორგანიზება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საწარმოს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100088594577141&mibextid=2JQ9oc

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის(CSRDG) ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა (European Union in Georgia) და პური მსოფლიოსთვის (Brot für die Welt) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.