ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალვანის მიმართულებით, მდინარე ალაზნის გადასასვლელ ხიდთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია ცოტა ხნის წინ ახმეტა ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
სწრაფად მოძრავი „ლენდ როვერის“ მარკის მანქანა, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლის მეუღლე და და. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.
ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.