ახალი ამბები

კახეთში წარმოებული ,,ბადაგონის” ღვინო, 35 ქვეყანაში იყიდება

კომპანია ,,ბადაგონ” რომელიც კახეთში 400 ჰექტარი ფართობის ვენახებს ფლობს და წლიურად დაახლოებით 12 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, ექსპორტზე 35 ქვეყანაში გადის.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ წარმოებულ ღვინოზე მოთხოვნა ყველა საექსპორტო ქვეყანაში გაზრდილია. მათივე ინფორმაციით, გასული წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროპის მიმართულებით. მათი ღვინოები კარგად იყიდებოდა პოლონეთის ბაზარზე, ასევე აზიისა და აშშ-ს ბაზრებზეც.
მათივე განმარტებით, საექსპორტო რაოდენობები გაზრდილია ჩინეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში, ასევე ემირატებსა და ბაჰრეინში.