ახალი ამბები

კახეთში 27 184 საცხოვრებელი შენობა 1946-1960 წლებშია აგებული

ბოლო მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა – 230 002 სახლი, 1961-1970 წლებში აშენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ყველაზე ძველი საცხოვრისები ქვეყნის მასშტაბით 1919 წლამდე აშენდა. მათი რაოდენობა 31 790-ია, რომელთაგან ყველაზე ბევრი 19 018 თბილისშია აშენებული.

კახეთში ყველაზე მეტი 27 184 საცხოვრისი 1946-1960 წლებშია აგებული, მათგან ინდივიდუალური სახლი 25 984-ია, იზოლირებული ბინა კი 1200. აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ აღნიშნული მონაცემები მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ეფუძნება, რომელიც ბოლოს 2014 წელს ჩატარდა, მომდევნო აღწერა კი მომავალ, 2024 წელს ჩატარდება.

იხილეთ ამავე თემაზე:

რა მდგომარეობაშია თელავში საცხოვრებელი კორპუსები- რას ფიქრობენ ადგილობრივები