გურჯაანში “ღვინის დღეები” გაიმართა- ფოტოები
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გურჯაანში ,,ღვინის დღეები” გაიმართა.
ღვინის დღეების ფარგლებში, “გურჯაანის ღვინის ფესტივალიც” აღინიშნა.
ახტალის პარკში მოწყობილი იყო მეღვინეების კუთხე, შემოდგომისა და ღვინის თემატიკისთვის დამახასიათებელი ფოტოზონები, საბავშვო გასართობი სივრცეები და კვების ზონა.
გაიმართა სხვადასხვა ასაკის სტუმარზე გათვლილი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.
საფესტივალო პროგრამა 14:00 საათზე, თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა, გაიმართა ქართული ღვინოებისა და ადგილობრივი წარმოების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინისა და კახური ტკბილეულის დეგუსტაცია, ჩატარდა ჩურჩხელების ამოვლებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასები.
ღვინის დღეების აღნიშვნა გურჯაანში კონცერტით დასრულდება.