ბავშვები პატარძლად – ოჯახში ძალადობა
გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. მას ქალებისა და გოგოებისთვის როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვება, რაც საზოგადოებაში მათ სრულ და თანასწორ მონაწილეობას უშლის ხელს.
გადაცემის სტუმრები არიან ტასო მოდებაძე სათემო ფონდის ,,ლელი“ პროექტის კოორდინატორი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.