ახალი ამბები

ცხადდება რეგისტრაცია პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად

ჰიბრიდული ომი, რომლის საკვანძო ელემენტებს პროპაგანდა და დეზინფორმაცია წარმოადგენს, თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. 

პროპაგანდა და დეზინფორმაცია ფართოდ გამოიყენება საქართველოშიც და მიზნად ისახავს გახლიჩოს ქართული საზოგადოება, გააღრმავოს პოლარიზაცია, დაასუსტოს საზოგადოებაში არსებული ევროატლანტიკური განწყობები, ეჭვი გააჩინოს დასავლური ღირებულებებისა და იდეალების მიმართ და, მეტად მოწყვლადი გახადოს ქართული სახელმწიფო.

ახალი პროექტის “On the Frontline – Countering Disinformation in Georgia” ფარგლებში, ჭავჭავაძის ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ერთდღიან სემინარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას დარგის სპეციალისტები მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას პროპაგანდის ამოცნობისა და მასთან ეფექტიანი ბრძოლის შესახებ, გააცნობენ ცენტრის ახალ პუბლიკაციას ამ თემაზე, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპის ფარგლებში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერი პროფესიის დაინტერესებულ პირს 18 წლის ასაკს ზევით.

სემინარის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ღონისძიება ჩატარება 21 ოქტომბერს, კახეთში, ქალაქ თელავში, სასტუმრო ჰოლიდეი ინ თელავში, (რუსთაველის ქუჩა #22) რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი.

რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdxovOdpI3HknZmcXI6pxl_2eLtKcz24Gega4-iI6Kiv7bJEw/viewform?usp=pp_url

პროექტის მხარდამჭერია ნატოს სათაო ოფისის სახალხო დიპლომატიის განყოფილება (NATO Public Diplomacy Division)