სექსუალური შევიწროება და მისი პრევენცია
სექსუალური შევიწროება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და რეგიონულმა სახელშეკრულებო სისტემებმა აღიარეს, როგორც ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ფორმა.
ევროკავშირის 2002 წლის 23 სექტემბრის დირექტივა მამაკაცებისა და ქალების თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების შესახებ, სექსუალურ შევიწროებას განსაზღვრავს, როგორც სექსუალური ხასიათის არასასურველ სიტყვიერ, არავერბალურ ან ფიზიკური ქცევის ნებისმიერ ფორმას, ჩადენილს ადამიანის ღირსების შელახვის მიზნით ან ეფექტით, განსაკუთრებით, თუკი ის ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
გაერო ქალთა სექსუალურ შევიწროებად განიხილავს ისეთ არასასურველ ქცევას, როგორიცაა ფიზიკური კონტაქტი, სექსუალური შენიშვნები, კომენტარები, პორნოგრაფიის ჩვენება და სექსუალური ქმედებების მოთხოვნა, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით.