სოფელ ალავერდში ყველის ფესტივალი გაიმართება
21 ოქტომბერს, 12-დან 16 საათამდე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე, ტრადიციად ქცეული „ყველის ზეიმის დღე“ გაიმართება.
ყველის ფესტივალი მიზნად ისახავს, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ყველის მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე მოწვეული ფერმერები მსურველებს გააცნობენ ყველის მოსამზადებლად გამოყენებულ უძველეს მეთოდებს და სტუმრებს მოუყვებიან სხვადასხვა სახის ყველის მომზადების სპეციფიკურ დეტალებზე.
,,გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ,,ბრიჯ-ინოვაცია და განვითარებას“ მიერ უკვე ტრადიციად ქცეულ „ყველის ზეიმის დღეზე“. ფესტივალზე მასპინძელ თუშ და პანკისელ მეყველეებთან ერთად, სტუმრებს უმასპინძლებენ “სტუმარი მეყველეები” ზემო სვანეთიდან, მესხეთიდან და ქვემო ქართლიდან. ღონისძიების დევიზია “ახალი, უვნებელი, ნატურალური”. ვთხოვთ ყველას, შემოგვიერთდნენ, დააგემოვნონ და შეიძინონ ქართველი ფერმერების პროდუქცია პირველი ხელიდან”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ღონისძიების ბმული:
https://www.facebook.com/events/1053547935996317/?ti=ls