რამდენი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას კახეთში
მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 635 769 ადამიანი იღებს.
აქედან, 200 191 პირს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველის პაკეტი 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კახეთის რეგიონში 62 513 ადამიანს შეადგენს.