როგორი ამინდია მოსალოდნელი 11-13 ოქტომბერს კახეთში
11 ოქტომბერს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 12 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დათბება – აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, კახეთში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 12 ოქტომბრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კი 12 ოქტომბრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.