სემინარი მეწარმე ქალებისთვის – რეგისტრაცია დაიწყო
27 ოქტომბერს, ,,ამბასადორ კაჭრეთში”, გაიმართება სემინარი თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ქალთა ბიზნეს პოტენციალი საერთაშორისო ბიზნესში.
გაქვთ შესაძლებლობა გაიგოთ გლობალური ვაჭრობისა და ფინანსების ტენდენციები, რა არის გაყიდვების საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულება, აზიის განვითარების ბანკის სავაჭრო და მიწოდების ჯაჭვის საფინანსო პროგრამა, ბანკებთან ექსპორტის დაფინანსების საშუალება და სხვა საკითხები.
სემინარი ორგანიზებულია ICC საქართველოს საბანკო კომისიის მიერ აზიის განვითარების ბანკთან და Enterprise Georgia-სთან პარტნიორობით.
შეხვედრა დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე. სემინარზე დასწრება უფასოა. არ ნაზღაურდება ტრანსპორტირების ხარჯი. სამუშაო ენა ინგლისური, თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.
რეგისტრაციის ბმული იხილეთ ლინქზე: https://icc.ge/index.php/acceleration-in-international-trade-finance-october-27-kachreti-georgia/