ახალი ამბები

თელავში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა-ფოტოები

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კომპლექსში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 80-ზე მეტი ჯიშის 1000-მდე ძაღლი, რომლებსაც მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები აფასებდნენ. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მას თელავი ყოველწლიურად მასპინძლობს.

.