ახალი ამბები

კახეთში უბედურ შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

კაცს ტრაქტორმა გადაუარა. თვითმხილველების ინფორმაციით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ამავე კომპანიის თანამშრომელი ტრაქტორიდან გადავარდა, რის შემდეგაც კაცს ტრაქტორმა ზედ გადაუარა.

მიყენებული დაზიანებებით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.