სოფელ წინანდლის კულტურის სახლში, ანსამბლი ,,მართვე” დაარსებიდან 45 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდლის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ანსამბლი ,,მართვე” დაარსებიდან 45 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს.
ღნისძიება 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. კონცერტში, მართვეს სიმღერის, ცეკვისა და საკრავიერი მუსიკის მიმართულებები მონაწილეობენ.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.