„საქსტატი“ -ბოლო 16 წლის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო ხელფასი ქალებისას აღემატება
ბოლო 16 წლის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქალებისას აღემატება.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2007-2022 წლებში, როგორც დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების, ისე ქალების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი იზრდებოდა, თუმცა მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მუდმივად უფრო მეტი იყო, ვიდრე ქალების შემთხვევაში, ზოგჯერ კი თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა.
კერძოდ, 2022 წელს მამაკაცების საშუალო თვიური ხელფასი 1827 ლარი იყო, ქალების კი 1247.7, მაშინ როცა 2021 წელს იგივე მონაცემები შესაბამისად, 1537.9 და 1055.5 ლარი იყო.
წინა წლების მონაცემები კი ასეთია: 2007 წელი – მამაკაცი 475.6 ლარი, ქალი 240.2 ლარი; 2008 წელი – მამაკაცი 678.4, ქალი – 367.7; 2009 წელი – მამაკაცი 690.8, ქალი 398.3; 2010 წელი – მამაკაცი 742.8, ქალი 426.6; 2011 წელი – მამაკაცი 771.1, ქალი 460.2; 2012 წელი – მამაკაცი 859.6, ქალი – 517.9; 2013 წელი – მამაკაცი 920.3, ქალი 585.0; 2014 წელი – მამაკაცი 980.0, ქალი 617.9; 2015 წელი – მამაკაცი 1074.3, ქალი 692.5; 2016 წელი – მამაკაცი 1 116.6, ქალი 731.2; 2017 წელი – მამაკაცი 1197.4, ქალი 770.2; 2018 წელი – მამაკაცი 1280.7; ქალი 822.6; 2019 წელი – მამაკაცი 1361.8; ქალი 869.1; 2020 წელი – მამაკაცი 1407.7, ქალი 952.2.