თუშეთში თოვლი მოვიდა
თუშეთში, ტურისტული სეზონის დასასრულს, პირველი თოვლი მოვიდა.
,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის” ხელმძღვანელის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, უცხოელი ტურისტების რიცხვი ადგილობრივებისას აღემატება.
,,პანდემიამდე დაახლოებით 18 ათასამდე ვიზიტორი იყო, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემით კი, 8 ათასამდე გვყვავს მიღებული. ჩვენი ვარაუდით, წელს, დაახლოებით, შარშანდელ მონაცემებს 6-7%-ით გადავაჭარბებთ. ტურისტული სეზონი მთავრდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ამ დროისთვის თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა, ფაქტობრივად, იკეტება. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობა კლებულობს”.
ვიდეო მოგვაწოდა ნანა ჩარხოშვილმა