ახალი ამბები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტი ახალგაზრდების მიზიდულობის ცენტრი გახდეს.

“მოხარული ვარ, რომ განათლების მისაღებად სწორედ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩიეთ და თქვენი საუკეთესო წლების გატარებას, ჩვენთან აპირებთ. მე ვისურვებდი, რომ კარიერული წინსვლაც ამ უნივერსიტეტს დაუკავშიროთ. სტუდენტური ცხოვრება უნდა ჩქეფდეს და მე გპირდებით, რომ ასე იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თელავი გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი და ახალგაზრდობისათვის მიზიდულობის მთავარი ცენტრი”– განაცხადა შალვა ჭკადუამ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას, თელავის სახელმწიფო უნივერისტეტი, განახლებული ინფრასტრუქტურითა და აუდიტორიებში ახალი ინვენტარით შეხვდა. მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში, გასულ წელთან შედარებით მეტი, 350- მდე სტუდენტი ჩაირიცხა.