როგორია კახეთში მდებარე აგროტურისტული ცენტრი ქვევრის ფორმის ნომრებით- ფოტოები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, სასტუმრო „ქვევრებმა“ მუშაობა და სტუმრების მიღება დაიწყო.
დაწესებულაბა ადგილზე მისულ სტუმრებს, უნიკალური კონცეფციის მქონე, ქვევრის ფორმის ნომრებს სთავაზობს. სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი ღვინისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
ამ ეტაპზე სასტუმრო დამსვენებელს სამ ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ 20 ქვევრ-ნომერს სთავაზობს, გარდა ამისა ტერიტორიაზე განთავსებულია 3 სართულიანი სასტუმრო 17 ნომრით, რესტორნით და ბარით. სასტუმროს ტერიტორიაზე დამსვენებელს დახვდება საცურაო აუზიც.
სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თითო ქვევრის შიდა ფართი 25 კვ.მ-ია, აქედან სველი წერტილი შეადგენს 5 კვ.მ-ს, ნომრები აღჭურვილია ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების მაღალი სტანდარტების სისტემებით. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე აშენებულია სამსართულიანი შენობა, სადაც განთავსებულია 17 ნომერი, ბარი, საკონფერენციო დარბაზ და აუზი.