თელავის საფეხბურთო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა
თელავის საფეხბურთო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
,,საფეხბურთო კლუბი “თელავი” ადასტურებს, რომ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ, გუნდი საკუთარი ნება-სურვილით დატოვა. მან გათავისუფლების თხოვნით თავად მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას, რაც დაკმაყოფილდა. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს კლუბს ნამდვილად არ სურდა მთავარ მწვრთნელთან განშორება, მითუმეტეს იმ დროს, როცა წინ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თამაშები გველის.
აქვე გეტყვით, რომ სკ “თელავი” გიორგი მიქაძესთან ერთად, მისმა თანაშემწეებმაც სერგი ორბელაძემ, ლევან ყუფარაძემ და თენგიზ მაკასარაშვილმაც დატოვეს. გიორგი მიქაძის მონაგარი, გუნდში მეორედ მოსვლის შემდეგ: 16 მატჩი, 7 მოგება, 3 ფრე, 6 წაგებაა. მადლობას ვუხდით გიორგი მიქაძეს და მის შტაბს გაწეული სამსახურისთვის, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”,- აცხადებენ საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურში.