ახალი ამბები

წელს საქართველომ $293 მლნ ღირებულების გაზი იყიდა

2023 წლის სექტემბერში ნავთობის ფასი თვიურად 9.7%-ით გაიზარდა, რაც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების წლის ბოლომდე გაგრძელებამ გამოიწვია.

2023 წლის 8 თვეში საქართველომ 293 მლნ დოლარის ბუნებრი აირი იყიდა, რაც წლიურად 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთიდაან იმპორტირებული გაზის ღირებულება 2023 წლის 8 თვეში 150%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 84.1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა. საქართველომ თითქმის 209 მლნ დოლარის ღირებულების გაზის იმპორტი განახრციელა აზერბაიჯანიდან, ეს 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.