,,ვაინ კახეთი“ ტრადიციულ ღვინოებთან ერთად ,,ალაზნის ველის“ ჩამოსხმას გეგმავს
„ვაინ კახეთის“ ისტორია იწყება 2017 წლიდან, როცა კომპანიამ გადაწყვიტა, უნიკალური ცოდნითა და გამოცდილებით უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო შეექმნა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, წარმოებაში მაქსიმალურად გაითვალისწინეს ტრადიციული გამოცდილება, რომელიც მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, 1921 წლიდან გროვდებოდა.
,,ვაინ კახეთის“ სამომავლო გეგმა გულისხმობს როგორც ღვინის შეთავაზებას ქართული ბაზრისთვის, ისე ექსპორტს ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ბაზარზე. პირველ ეტაპზე, „ვაინ კახეთი“ საფერავის, რქაწითელის, ქისისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან ჩამოასხამს ღვინოს.
ასევე, კომპანია გეგმავს, დაამზადოს „ალაზნის ველი“, კომპანიის ქარხანაში, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდი წარმადობით გამოირჩევა, რეგიონში. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 200-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
,,ვაინ კახეთის“ ღვინის ქარხანა, რომელიც დიდი სიმძლავრის ენერგიას მოიხმარს, უკვე გადაიხურა მზის პანელებით, რომლის დადგმული სიმძლავრე 360 კილოვატია. ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა.