თელავში ექსელენს ცენტრის მშენებლობა იგეგმება
თელავში ექსელენს ცენტრის მშენებლობა იგეგმება, სადაც განხორციელდება მრავალფეროვანი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და გაზრდის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით განათლების მიღების მსურველთა რაოდენობას.
ექსელენის ცენტრში გათვალისწინებულია მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება და სასწავლო აუდიტორიების, კომპიუტერული, პრაქტიკული სასწავლო ლაბორატორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტული სივრცის მოწყობა.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას.