ახალი ამბები

თელავის თეატრის მსახიობი ნაზი არავიაშვილი გარდაიცვალა

თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის პროფესიული სახელწიფო დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი ქალბატონი ნაზი არავიაშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში თელავის თეატრი ავრცელებს.

,,მან ექვს ათეულ წელზე მეტი დაჰყო თელავის თეატრში და არაერთი საინტერესო, დრამატული და სახასიათო როლი შეასრულა მის სცენაზე. ქალბატონი ნაზი მსახიობთა იმ პლეადას მიეკუთვნებოდა, რომელთა პროფესიონალიზმმა, უანგარო თავდადებამ და ენთუზიაზმმა ურთულეს წლებში გადაარჩინა და აცოცხლა ქართული სასცენო ხელოვნება, შემოინახა ქართული სამსახიობო სკოლის საუკეთესო ტარადიციები და პრინციპები. ნაზი არავიაშვილს გამორჩეული ამპლუა ჰქონდა და თანაბარი სიძლიერით შეეძლო გარდასახვა რომანტიკულ, დრამატულ, ტრაგიკომიკურ და ყოფით სახეებში. ბოლო წლების აღიარებული სასცენო ნამუშევრებიდან საკმარისია გავიხსენოთ მისი პერსონაჟები რევაზ ინანიშვილის „ალალეში“ (რეჟისორი ალ. ქანთარია), ა. კოტეტიშვილის „კომოდოს კუნძულში “ (რეჟ. გ. ჩაკვეტაძე) უ. შექსპირის „საწყაული საწყაულის წილ“ (რეჟ. ნ. ხატისკაცი).
ნაზი არავიაშვილმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა თელავის თეატრისა და საზოგადოდ, ქართული სამსახიობო ხელოვნების განვითარებაში.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი სამძიმარს უცხადებს ქალბატონ ნაზის ოჯახს და მისი ნიჭის თაყვანიმცემელ მაყურებელს.
ნაზი არავიაშვილის პანაშვიდი გაიმართება თბილისში, 5 და 6 ოქტომბერს, 5 საათზე.
დაკრძალვა შაბათს, 7 ოქტომბერს, 14.00 საათზე.
მისამრთი თბილისი, ვიქტორ დოლიძის ქუჩა,
კორპუსი 10, მე-2 სადარბაზო, მე-6 სართული”
,-აცხადებენ თელავის თეატრში.