ახალი ამბები

არსებული სტიქიების ფონზე რეგიონში დასვენებაზე მოთხოვნამ იკლო-შატო ყირამალა

ლაგოდეხში მოქმედი აგროტურისტული ცენტრის, ,,შატო ყირამალას” დამფუძნებელი აცხადებს, რომ არსებული სტიქიების ფონზე რეგიონში დასვენებაზე მოთხოვნამ იკლო.

თორნიკე ლაბუჩიძე აცხადებს, რომ გასულ წელთან, შედარებით, მაშინ, როცა სასტუმროს დატვირთულობა მაღალ ნიშნულს აღწევდა, წელს სტუმრების დეფიციტი შესამჩნევია.

,,შატო ყირამალა” აერთიანებს 11 კოტეჯს, სადაც ჯამში 45 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. ასევე მოწყობილია ეზო, აუზი, რესტორანი, მარანი, ვენახი, ტბა და სათევზაო ზონა.