თელავის თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიება ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება. მსმენელის წინაშე წარსდგნენ ირაკლი ევსტაფიშვილი, დანგ ტაი შონი, ჰაიუნგ ჩოი, ასევე საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვენელობით.
მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებას თელავი 23-30 სექტემბერს უმასპინძლებს, თეატრის ფოიეში ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენაც გაიმართება.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.