როგორი ამინდია მოსალოდნელი 25-27 სექტემბერს კახეთის რეგიონში
სინოპტიკოსების ცნობით, 25 სექტემბერს გვიან ღამემდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ზოგან შესაძლოა, სეტყვაც.
მათივე განმარტებით, შემდეგ დღეებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
,,კახეთის რეგიონში, საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს, ხოლო 27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს, ხოლო 27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება”,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.