თელავში, დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ელჩებმა მოსახლეობას ნატოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს
თელავში, დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ქვეყნების ელჩებმა თელავში, საინფორმაციო აქციაში მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ნატოს და ქვეყნების მასთან თანამშრომლიბის მაგალითებსა და შესაძლებლობებზე.
აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოები ირჩევა ორი წლის ვადით. საკონტაქტო საელჩოები წელს დიდი ბრიტანეთის და რუმინეთი იქნებიან. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს ელჩებმა თელავში სტუმრობისას. ისინი ასევე სტუდენტებსაც შეხვდნენ.
საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ამ პერიოდის მანძილზე მოხდება სხვადასხვა პროექტის განხორციელება საქართველოში.