კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის თანადაფინანსება იწყება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში გაშენებული გაქვთ ლურჯი მოცვის, მაყვლის ან ჟოლოს ბაღი, შესაძლებლობა გაქვთ თანადაფინანსება მიიღოთ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე. თანადაფინანსება მაცივრის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს შეადგენს
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://rda.gov.ge/programs/cooperatives-berries