ცესკო ხმის დამთვლელ აპარატებში 54 მილიონ ლარს გადაიხდის
ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის დამთვლელ და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებს საერთაშორისო კომპანია Smartmatic International Holding-ისგან შეიძენს. ხელშეკრულების ღირებულება 54.2 მილიონ ლარს შეადგენს.
Smartmatic International Holding-ი 2000 წელსაა დაფუძნებული და იურიდიულად ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა პოზიციონირებს როგორც საერთაშორისო კომპანია. 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში, კენიაში, ფილიპინებზე, ნორვეგიაში, ალბანეთში, ბულგარეთში, ჰონდურასსა და კანადაში.
შეგახსენებთ, ცესკომ დადგენილება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში გამოსცა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წესებია განსაზღვრული.