ახალი ამბები

თელავში მუსიკალური საღამო გაიმართება

22 სექტემბერს, თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუსიკალური საღამო და სხვადასხვა აქტივობები გაიმართება.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 21:30 საათამდე გაგრძელდება.

19:00 – 22:00 საათზე დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. 19:00-21:00 საათამდე მოწყობილი იქნება საბავშვო სივრცე: ზღაპრის გმირები, სახეზე მოხატვა, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ხატვის გაკვეთილები, ყვავილების გვირგვინების დამზადება.

19:00 – 20:30 საათამდე მოწყობილი იქნება კვების სივრცე.

19:20 – 21:30 საათზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკვერაძე, თეატრალურის კვარტეტი, SALIO.