როგორი ამინდია მოსალოდნელი 19-20 სექტემბერს კახეთში
18 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი – აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
,,18 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში. აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 18-19 სექტემბერს წვიმა და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება”,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.