საწვავის ფასმა საქართველოში 25 თეთრამდე მოიმატა
საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება. კერძოდ, ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით, 11 თეთრიდან 25 თეთრამდეა გაზრდილი.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.03 ლარია; „რეგულარი“ – 2.78; სუპერი – 3.70; ევრო-დიზელი კი 3.08 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3 ლარია.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.04 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.14 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.04 და 2.78 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.68 ლარი შეადგინა.
„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.09 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.89 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.79; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.65 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.15 და 3.25 ლარია.
დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 2.93 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 2.69 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი – 3.04 ლარი ღირს, „ევრო სუპერი-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.65 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.17 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.12 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 2.95 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი – 2.73 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი – 3.69 ლარი ღირს.
„პორტალის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი პრემიუმი – 2.84 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო-რეგულარის“ ფასი – 2.65 ლარია; „ევრო დიზელი” – 2.99 ლარი ღირს; „effect დიზელ“ი – 2.89 ლარი, ხოლო დიზელის ფასი – 2.65 ლარია. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.