ყვარელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სტიქიამ სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ნახევარსაათიანმა სეტყვამ გაანადგურა როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახების ნაწილი.
ძლიერმა სეტყვამ საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილებიც დააზიანა. ადგილობრივები ზარალს ითვლიან და დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული. ზარალის დათვლა დაწყებულია.